მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია უკვე მიიღო

60355e101efdc
თამთა ჯიჯავაძე
23.02.21 23:54
918
უკრაინამ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია უკვე მიიღო. საუბარია 500 000 დოზა ვაქცინაზე, რომელიც კიევის ბორისპოლის აეროპორტში დღეს ჩაიტანეს.

„ვაქცინას პირდაპირ რეგიონებში დავანაწილებთ, რათა ვაქცინაცია ჩვენი გეგმის პირველი ეტაპის მიხედვით დავიწყოთ“, - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაკსიმ სტეპანოვმა.

ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში, უკრაინის მთავრობამ რუსული კოვიდ-ვაქცინების ავტორიზაცია აკრძალა. პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ უკრაინა ვაქცინაციის პირველ ეტაპს თებერვლის ბოლოს დაიწყებდა. პირობა როგორც ჩანს, შეასრულა. მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი 2022 წლის დასაწყისისთვის უკვე აცრილი უნდა იყოს.

უკრაინაში ასევე ელოდებიან Pfizer-ის, Novavах-ის და ჩინური Sinovac-ის ვაქცინებს.

რატომ იგვიანებს Pfizer-ის ვაქცინა? - კომპანია საქართველოს ახალ პირობებს უყენებს