29.ოქტომბერი .2020 12:18

უკრაინამ საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გამოაცხადა

უკრაინამ საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გამოაცხადა
views 611
უკან

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას en.interfax.com.ua ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე მიიღო. გახანგრძილვებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კაფე-რესტორნებს ფუნქციონირების უფლება 22:00 საათამდე ექნებათ, ასევე იკრძალება მასობრივი შეკრებების გამართა, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება.

მინისტრთა კაბინეტმა მოუწოდა ყველა კომპანიას თანმშრომლებს მასქიმალურად მისცენ საშუალება დისტანციურად იმუშაონ და ყველა მათგანს კუთვნილი ხელფასი შეუნარჩუნდეთ.

ცნობისთვის, მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო მდგოამრეობა 13 ოქტომბერს გამოაცხადა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა – 165 ლეტალური ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში ვირუსით ინფიცირების 7 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 363 075 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 6 755 პაციენტი გარდაიცვალა, 148 642 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.