მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინას შეუძლია ექსპორტზე $10 მილიარდის მარცვლეული გაიტანოს - ზელენსკი

62dba7ad21f01
თათია კაკიაშვილი
23.07.22 12:06
713
უკრაინას, დაახლოებით, $10 მილიარდის ღირებულების მარცვლეულის ექსპორტზე გატანა შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა. ხელშეკრულება მიწოდების შეფერხების მოხსნას გულისხმობს. ამასთან, ქვეყანას მიმდინარე მოსავლის გაყიდვის შესაძლებლობაც უჩნდება. 

გასული წლის მარცვლეულის, დაახლოებით, 20 მილიონი ტონა მოსავალი ექსპორტზე გავა. ასევე იქნება წლევანდელი მოსავლის გაყიდვის შანსი... ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების მარცვლეული,” - თქვა ზელენსკიმ.

გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ, ე.წ. საეტაპო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია, რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრის შედეგად გამწვავებული საერთაშორისო სასურსათო კრიზისი შემსუბუქდეს.

ზელენსკის თქმით, გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება შანსია იმისა, რომ გლობალური სასურსათო კატასტროფა, რამაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიოს, თავიდან იქნას აცილებული.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთერთი წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანაა.