უნგრეთის მთავრობამ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი დაბლოკა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკომისიას დახმარების გასაწევად ალტერნატიული გზების ძებნა მოუწევს.
კიევმა დაფინანსების ნაწილი იანვარში უნდა მიიღოს. ევროკომისარ ჯოან ჰანის განცხადებით, კომისია უკრაინის დახმარების საკითხს მოაგვარებს.
უკრაინის მიერ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების მიღება ბლოკის წევრი ქვეყნების ეროვნული ბიუჯეტიდან გარანტიების გაცემას გულისხმობს, რომელსაც საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება. ეს პროცესს ახანგრძლივებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დახმარების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ცდილობდა ევროკავშირის აღდგენის ფონდიდან საკუთარი წილის მიღება უზრუნველყო, რომელსაც სრულად ვერ იღებდა, ვინაიდან ის ევროკავშირმა კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევის გამო, შეუმცირა.
ევროკავშირის დახმარების შესახებ ნოემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. ევროკომისიის განცხადებით, ფინანსური დახმარება ყოველთვიურად 1.5 მილიარდი ევრო იქნება, რაც ჯამში, წლიურად 18 მილიარდ ევროს შეადგენს.
„დახმარება უკიდურესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების ფორმით იქნება. ის ასევე საპროცენტო ხარჯებსაც დაფარავს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ევროკავშირის წევრობის გზაზე აუცილებელია”, - ეწერა ევროკომისიის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი