მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის 200-მდე მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, დაბინავებულია - ქვრივიშვილი

621a401f6e898
BM.GE
26.02.22 18:57
839
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, „ამ დროისათვის უკრაინის 200-მდე მოქალაქე, რომელიც საქართველოშია და ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, უკვე დაბინავდა საქართველოს სასტუმროებში“.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას, ვინც თავისი ინიციატივით გვიკავშირდება ტურიზმის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე, ან თავად ეხმიანება ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ ტურისტებს და უზრუნველყოფს მათ თავშესაფრით და საკვებით. სწორედ ამ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელთაც ისინი პირველივე დღიდან იჩენენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, მათ უდიდესი მადლობა ეკუთვნის,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 0 800 800 909.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის გუნდი 24/7-ზე მუშაობს და აგრძელებს ფასილიტაციას დახმარების საჭიროების მქონე პირებსა და დახმარების მსურველ კომპანიებს შორის.

თავის მხრივ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს: განთავსების ობიექტებს; კვების ობიექტებს; ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციებს; სატრანსპორტო კომპანიებს. ასევე, ფარმაცეპტულ და კოსმეტიკის ქსელებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებს; სურსათის მაღაზიებს და ყველას, ვინც ამ რთულ პერიდში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მომსახურებას უკრაინელ სტუმრებს მათი საჭიროების მიხედვით.