25.ივნისი .2022 17:10

უკრაინის ომმა EU-ში ინტეგრაციის კუთხით მოკლევადიანი შესაძლებლობა გააჩინა - პეტრიაშვილი

უკრაინის ომმა EU-ში ინტეგრაციის კუთხით მოკლევადიანი შესაძლებლობა გააჩინა - პეტრიაშვილი
views 880
უკან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით შექმნილი შესაძლებლობა საქართველომ ვერ გამოიყენა, რის გამოც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ათეული წელი ვერ მიიღოს. ამის შესახებ მან გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა. 

“ძალიან რთული სათქმელია ის, რომ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში ხალხი იბრძვის და მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეებიც იღუპებიან, გმირულად იბრძვიან და ამ უმძიმესმა ტრაგიკულმა ვითარებამ შესაძლებლობა შექმნა, მაგრამ ასეა. ეს ძალიან მოკლევადიანი შესაძლებლობაა. ყველაზე ოპტიმისტური პერსპექტივით ეს შესაძლებლობა შეიძლება 10-12 წლით დაიხუროს. შესაძლოა მეტიც იყო, რადგან შემდეგ ამის დაწევა [რთული იქნება]. უკრაინასა და მოლდოვასთან დღეს უკვე რამდენიმეწლიანი წყვეტაა გაჩენილი, ჩვენს წინააღმდეგ”, - აცხადებს პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა ექნებოდა. 

“საქართველოსთვის მხოლოდ ამ კანდიდატობის პროცესში ძალიან კონკრეტული სფეროებისთვის ერთი მილიარდი ევრო იქნებოდა გამოყოფილი. ეს მხოლოდ სასამართლოს არ ეხება. ის ასევე ეხება სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, განათლებას, ჯანდაცვასა და სხვა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა