მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა - მედია

620bffb13c2ca
თამთა ჯიჯავაძე
15.02.22 23:29
1165
უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის Privatbank-ისა და Oschadbank-ის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი იტყობინება. გამოცემის ცნობით, კიბერშეტევის გამო, სამინისტროს ვებგვერდზე წვდომა შეიზღუდა.

ჯერჯერობით უცნობია საიდან განხორციელდა კიბერთავდასხმა, ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი თავდამსხმელს არ ასახელებს, თუმცა მათი განცხადება მიუთითებს, რომ ეს სავარაუდოდ, რუსეთიდან მოხდა.

„არ არის გამორიცხული რომ აგრესორმა გამოიყენა ბინძური ტრიუკების ტაქტიკა“, - აცხადებენ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრში.

ცნობისთვის, უკრაინის ბანკების ვებგვერდებზე წვდომა უკვე აღდგენილია.