მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ულტიმატუმები დიალოგს არ ნიშნავს... ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის - მინისტრი ხელისუფლებასა და ოპოზციაზე

5face852791c3
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 12:00
713
„პირობები დააყენო და თქვა, რომ დიალოგია, ეს ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგის პირობებს შეეხებოდა.

ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ ის, რასაც ოპოზიცია დიალოგის პირობებს უწოდებს, ულტიმატუმებია, რაც გამორიცხავს დიალოგს.

„როდესაც ოპოზიცია ითხოვს, რომ დათანხმდება ხელისუფლებას დიალოგზე, თუ იქნება მსჯელობა ხელახალ არჩევნებზე... ხელისუფლებამაც, რომ თქვას, რომ ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ ერთადერთი დაშვებით თუ ოპოზიცია თვითონ შემოვა პარლამეტში... ეგ ხომ დიალოგი არ არის, ეგ ულტიმატუმებია. ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორციხავს. შესაბამისად, პირობები დააყენო და მერე თქვა, რომ დიალოგია, ცხელი თოვლივით არის რა, არ გამოდის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები, რომ მზად არიან შეთანხმების მისაღწევად იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაინგრეს, რაც მისასალმებელია.

„ახლა ხშირად გვესმის ხოლმე მათ შორის ოპოზიციიდან, რომ "ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ და საბოლოო ჯამში უნდა შევთანხმდეთ", რაც ძალიან კარგია, ქვეყნის დანგრევა-არდანგრევა საბოლოოდ გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში აქტიური მონაწილება მიიღონ“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა.