მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ უკრაინაში შეჭრის გამო, ჯამში €17 მლრდ-ის რუსული აქტივები გაყინა - ევროკომისარი

635d2bfdb46d6
თამთა ჯიჯავაძე
29.10.22 17:58
566

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, ჯამში 17 მლრდ ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. ამის შესახებ გერმანულ მედიას ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა განუცხადა.

„ამ დრომდე 90 ადამიანის აქტივები გაიყინა ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, რომელთა ღირებულებაც 17 მლნ ევროს აჭარბებს. მათ შორის, 2.2 მლრდ ევროს ღირებულების აქტივები გერმანიაში გაიყინა“, - განაცხადა რეინდერსმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ანუ რვა თვეში არაერთი რაუნდის სანქციები დააწესა. „ჩვენ ვმსჯელობთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ გაყინული აქტივები დაზარალებულ უკრაინაში რეკონსტრუქციის სამუშაოებს უნდა მოხმარდეს.

„თუ ეს არის დანაშაულებრივი აქტივი, ფული, რომელიც ევროკავშირმა გაყინა, შესაძლებელია, რომ ის გადაეცეს კომპენსაციის ფონდის სახით უკრაინას. თუმცა, თანხის ეს რაოდენობა ჯერჯერობით არ არის საკმარისი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად“, - განაცხადა დიდიე რეინდერმა.