მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა მოიხსნას თუ არა 200 000 ლარის ფარგლებში სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემაზე შეზღუდვა?

5e315341e8736
დავით ჯალაღონია
29.01.20 13:40
1022
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძისთვის უცნობია, 200-ათასი ლარის ფარგლებში სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით შემოღებული შეზღუდვის გადახედვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩემთვის ცნობილია, რომ ამის განხილვა მიმდინარეობდა და ბოლო სტატუსს ვერ გეტყვით 200-ათას ლარიან ზღვართან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია იმ მსესხებლების დაცვა, რომელთაც შემოსავლები აქვთ ლარებში და რომელთა სესხები აღებულია დოლარში, აქედან გამომდინარე, ყველა ეს ნაბიჯი რომელიც დაიცავს ასეთ მოსახლეობას, მანამ სანამ დოლარიზაციის დონე გარკვეული ხნის განმავლობაში შემცირდება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ საკითხის განხილვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამ პროცესში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ დასახელებული შეზღუდვა პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა.