მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბერს? - თურნავას პასუხი

5fdb1567658c5
ინგა მურუსიძე
17.12.20 12:40
945
"მოვუსმენთ მოლებს, როგორ წარმოუდგენიათ რიგების მართვა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მედია დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, უნდა მოიხსნას თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები 24 დეკემბერს, ისე, როგორც დაანონსებული იყო.

„ჩვენ გადაწყვეტილება წინასწარ გვქონდა მიღებული, რომ 24 დეკემბრიდან შეზღუდები უნდა მოხსნილიყო. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამასთან მეორე ტალღის გავრცელება კონტროლის ქვეშ ავიყვანეთ, ჯანდაცვის სექტორმაც შვებით ამოისუნთქა.

ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს. ხვალ შევხვდები არასასურსათო სექტორს. მოვისმენ მათგან, როგორ ხედავენ რიგების მართვის საკითხს და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვნახეთ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის შემთხვევაში რთულდება ეპიდემილოგიური ვითარება და რეკომენდაციების შესრულება. მოვუსმენთ, როგორ მოახერხებენ ამ ყველაფრის გაკონტროლებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები