მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ენერგეტიკული სანქციების პაკეტს ვეტოს დაადებს

626f83d94fdcd
გიორგი თოლორდავა
02.05.22 11:42
1136
უნგრეთის მთავრობა ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ ინიციატივას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების პაკეტის დამტკიცების შესახებ.

მთავრობის კაბინეტის მინისტრის, გერგელი გულიასის განცხადებით, უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ევროკავშირმა აკრძალოს რუსეთიდან ნედლი ნავთობის ან ბუნებრივი აირის იმპორტი, რადგან ამით ქვეყნის ეკონომიკა და ენერგეტიკული სექტორი დაზარალდება, მოსახლეობას კი ელექტროენერგია, გაზი და საწვავი მკვეთრად გაუძვირდება.

„მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ერთსულოვან თანხმობას. აზრი არ აქვს კომისიის მიერ ისეთი ინიციატივის წარდგენას, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვით შეზღუდავს უნგრეთს - მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ასეთი ინიციატივას მხარს არასოდეს დავუჭერთ“, - განაცხადა გულიასისმა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რუსული ენერგორესურსების იმპორტის ნაწილობრივ შეზღუდვა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვების სრულად აკრძალვასაც განიხილავენ.