მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალერი ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი აღარ არის

624475d2a2ba4
BM.GE
30.03.22 19:20
1417
ვალერი ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი აღარ არის – ინფორმაცია bm.ge–ს სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ 31 დეკემბერს მას ამოეწურა კონტრაქტის ვადა და მათს თანამშრომლად აღარ ითვლება.

bm.ge–სთან თავად ჩეხერიაც ამბობს, რომ თანამდებობას 1 იანვრიდან აღარ იკავებს:

"პირველი იანვრიდან აღარ ვარ! Slow ჯგუფთან მოვაწერე ხელი კონტრაქტს და იმდენი პროექტი მაბარია, რომ ვეღარ ვახერხებდი, სამწუხაროდ, და წამოვედი ამის გამო",– ამბობს ჩეხერია.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტის თანამდებობაზე ვალერი ჩეხერია 2021 წლის მაისში დაინიშნა. მას სტუმარ მასპინძლობის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მანამდე კი “აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

მიმდინარე წლის იანვრის ინფორმაციით, ვალერი ჩეხერია საქმიანობას საზღვარგარეთ ისევ სტუმარ–მასპინძლობის მიმართულებით აგრძელებს და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს.