მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი: ყალბი დღგ-ის საქმეზე გამოძიება ეფექტიანი იყო

5fd89f8216b70
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.20 15:43
1274
ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, "ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე დაწყებული გამოძიება შედეგიანი იყო". ამის შესახებ მან უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ 2019 წელს 600 მლნ-ით გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები ამ გამოძიების ეფექტიანობის ნათელი მაგალითია.

„ყალბი დღგ-ის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ბევრი ადამიანის და კომპანიის მიმართ მიმდინარეობდა. მოხდა მრავალი მათგანის დაპატიმრება, ქონების ამოღება და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სისტემა მთლიანად მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, მნიშვნელოვნად ამოიქოლა ის ხვრელები, რომელმაც საშუალება მისცა ამ თაღლითობას, რომ შემდგარიყო და ამის დასტურია 2019 წლის საბიუჯეტო შემოსავლები, რომელიც 600 მლნ-ის გადაჭარბებით შესრულდა, რაც შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურების დამსახურებაა და ეს რეკორდული რიცხვია უახლესი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის ზაფხულში ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ე.წ. ყალბი დღგ-ის საქმეზე გამოძიება 40 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა და სამართლებრივ პასუხისგებაში 188 ადამიანი მიეცა.