მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინა უკვე მზად არის" - რა პერიოდი სჭირდება COVID-19-ის ვაქცინის გამოცდას

5e6cbc6e85cee
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.20 15:00
19942
„ვაქცინა უკვე მზად არის როგორც ამბობენ, თან არაერთი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომაპნია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, აუცილებელია ვაქცინის გამოცდა, იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება დადგინდეს. მან ებოლას ეპიდაფეთქების პერიოდზეც ისაუბრა, როდესაც ბოლომდე გამოუცდელ ვაქცინას იყენებდნენ ადამინებზე და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიური მდგომარეობა მკვეთრად ჩამორჩება ებოლას შედეგებს.

„ყველაზე დიდი პროგრესი და მეტი ინტელექტუალური ძალები კონცენტრირდება წამლისა და ვაქცინის შექმნაზე. მიღწეულია სერიოზული პროგრესი - განსაკუთრებით ვაქცინის შექმნის მიმართულებით. ვაქცინა უკვე მზად არის, როგორც ამბობენ, თან არაერთი. რამდენიმე ამერიკულმა და არაამერიკულმა კომპანიამ შექმნა ვაქცინა და ახლა დრო სჭირდება მის გამოცდას. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, დაახლოებით 3-4 თვეში შეეძლებათ უკვე ამ ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე, მაგრამ ეს არ არის გულწრფელი განცხადება, კლასიკურად კარგად რომ მოხდეს ვაქცინის გამოცდა და რომ იყოს უსაფრთხო ადამიანებისთვის, ასე აფასებენ ძირითადი მწარმოებლები, სამწუხაროდ, უნდა ერთი წელი.

ებოლას დროს აკეთებდნენ ასეთ რაღაცას - არ უცდიდნენ ვაქცინას ბოლომდე იმიტომ, რომ იქ სიკვდილიანობა 80% იყო და თავს უფლებას აძლევდნენ, რომ ბოლომდე გამოუცდელი ვაქცინა გამოეყენებინათ. ახლა ამის მდგომარეობა არ გვაქვს, რადგან 3%-ია სიკვდილიანობა და არ არის ეს ის კატასტროფული რიცხვი,  რომ საფრთხის ქვეშ დააყენო ადამიანის ჯანმრთელობა გამოუცდელი ვაქცინით“, - განმარტა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.