მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის სტატისტიკა: ამ დროისთვის ვაქცინის 205 მლნ-ზე მეტი დოზაა გამოყენებული

60335a6eb792e
თათია კაკიაშვილი
23.02.21 00:21
2921

Bloomberg-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის 205 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზაა გამოყენებული 92 ქვეყნის მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად, პრეპარატის დაახლოებით 6.44 მილიონი დოზის ინექცია ხდება. ამ მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ახლა იმაზე მეტმა ამერიკელმა მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ვიდრე პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსზე დადებითი ტესტი ჩატარდა. კერძოდ, აშშ-ში ვაქცინის 63,1 მილიონი დოზაა გამოყენებული, ანუ დღეში - 1,33 მილიონი.

მსოფლიოში კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზები, გეგმის მიხედვით, პრიორიტეტულ პირებზე განაწილდა: ძირითადად, ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებზე. ვაქცინაცია საავადმყოფოების გარდა, აფთიაქებსა და კერძო სამედიცინო კლინიკებში ტარდება, უახლოეს მომავალში კი ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც ადამიანებს ინექციებს გაუკეთებენ, კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ერთდროულად გაცილებით მეტი პირის აცრას გახდის შესაძლებელს.

ამასთან, აშშ-ში ვაქცინაციის უკანასკნელი მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 1,327,637 დოზაა. ამ ტემპით, სავარაუდოდ, 10 თვე დასჭირდება მოსახლეობის 75%-ის  ორი დოზით აცრას. Pfizer-ის, BioNTech–ის და Moderna–ს COVID-ვაქცინის განაწილებას აშშ-ში ფედერალური მთავრობა უზრუნველყოფს. საგულისხმოა, რომ ორივე კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატები ორი დოზით, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით მიიღება. ამ დროისთვის შტატებში 43,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 18,9 მილიონი - ორივე დოზით აიცრა.

Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ვაქცინის დოზების განაწილების მხრივ, ტოპ 10 ქვეყანა ასე გამოიყურება:

აშშ - 63,090,634 დოზა;

ჩინეთი - 40,500,000 დოზა;

ევროკავშირი - 26,528,586 დოზა;

გაერთიანებული სამეფო - 18,197,269 დოზა;

ინდოეთი - 11,085,173 დოზა;

ისრაელი - 7,132,468 დოზა;

ბრაზილია - 6,629,827 დოზა;

თურქეთი - 6,590,415 დოზა;

არაბეთის გაერთიანებული საემიროები -  5,554,342 დოზა;

გერმანია - 4,869,641 დოზა.