მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინები დელტა შტამის მიმართ დამაკმაყოფილებლად ეფექტიანია - ფაუჩი

60f980f391cbf
ნათია თაქთაქიშვილი
22.07.21 23:00
1422
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ვაქცინები დელტა შტამის მიმართ დამაკმაყოფილებლად ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ვაქცინები იცავს ადამიანებს მძიმე შემთხვევებისაგან, ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რიცხვს.

ფაუჩის განცხადებით, ვირუსის დელტა შტამი ძალიან სწრაფად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას იწვევს.

„ვაქცინირებულ ადამიანებში დელტა ვირუსით ინფიცირების შემდეგ, დაავადება მსუბუქად ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინები საკმაოდ კარგად უმკლავდება ამ შტამს და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს“, – აცხადებს ფაუჩი.