11.აპრილი .2021 13:45

ვაქცინის მოპოვებასთან დაკავშირებით მესამე მსოფლიო ომია, გზა ყველასთვის ხსნილი უნდა იყოს - მირზიკაშვილი

ვაქცინის მოპოვებასთან დაკავშირებით მესამე მსოფლიო ომია, გზა ყველასთვის ხსნილი უნდა იყოს - მირზიკაშვილი
views 283
უკან

“ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან ვაქცინაციისადმი ერთიანი მართული კომუნიკაციის არარსებობაა", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯანდაცვის სპეციალისტმა ნინო მირზიკაშვილმა განაცხადა.

მირზიკაშვილის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საჭირო რაოდენობით ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის, მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია მაინც მნიშვნელოვანია, რათა ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი.

“კერძო სექტორის როლი ძალიან დიდია როგორც ვაქცინის მოპოვებაში, ასევე სერვისების მიწოდებაში. ვაქცინების მოპოვებასთან დაკავშირებით მესამე მსოფლიო ომია. გზა ყველასთვის ხსნილი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანონ, რათა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას”, - აღნიშნა მირზიკაშვილმა.

ცნობისთვის, 10 აპრილის მონაცემებით ჯამურად საქართველოში 18 287 ადამიანია აცრილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა