მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვაქცინით შეგვიძლია 100%-ით დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე” - ვახტანგ კალოიანი #აიცერის კამპანიას უერთდება

6063656a90773
თამთა ჯიჯავაძე
30.03.21 22:24
849
ვაქცინით შეგვიძლია 100%-ით დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, ის გვიცავს გარდაცვალებისგან, მძიმე მიმდინარეობისგან და საავადმყოფოში მოხვედრისგან, - ამის შესახებ ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი აცხადებს და უერთდება BMG-ის და ForbesHealth-ის საინფორმაციო კამპანიას #აიცერი.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში კოვიდინფექციით დავკარგეთ 3700 მოქალაქე, მივიღეთ ძალიან ბევრი ინფიცირებული და ადამიანები, რომლებიც მორჩენის შემდეგაც არიან გარკვეულწილად შეზღუდული აქტიურ ცხოვრებში. ასევე მივიღეთ უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი, რომელიც სამწუხაროდ გარკვეული დროის შემდეგ ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე აისახება.

ვაქცინა არ იწვევს სიმსივნეს, არ მოქმედებს ჩვენს გენეტიკურ კოდზე და შთამომავლობაზე და არის უსაფრთხო. ის არ იწვევს დამატებით დაავადებებს და საპირწონედ გარანტირებულად აზღვევს ჩვენს სიცოცხლეს.

მასობრივად არაცრის შემთხვევაში, პირველ რიგში საფრთხის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ასევე ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ოჯახების წევრების და მეგობრების სიცოცხლეს, რომელთაც თანხმლები დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. ხოლო საზოგადოებრივი კუთხით, ჩვენი ეკონომიკა და ქვეყანა დიდხანს ვერ დაუბრუნდება ცხოვრების და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს“, - ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი.

ცნობისთვის, BMG-ის და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მოუყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.

„ვაქცინაციის გარეშე საქართველოს ეკონომიკა ვერ დაიქოქება, ამიტომ #აიცერი. იმისთვის, რომ Teliver-ი და სხვა ახლახან ამოქოქილი ბიზნესები ან თუ გნებავთ, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესები არ შეფერხდნენ და გააგრძელონ განვითარება, აუცილებელია, პირველ რიგში, გამოსწორდეს ეპიდვითარება, რომელიც გარდა ჩვენ მიერ წესების დაცვისა, პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან“, - აცხადებს გიორგი ისაკაძე.