მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვარკეთილის ბაზრობაზე“ ხანძრის შედეგად 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა

5ee86c96dc5ce
თელარა გელანტია
16.06.20 10:50
986
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროს ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, „ვარკეთილის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურია დამწვარი.

ჯერჯერობით, უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

„ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 4000 კვადრატამდე ჯიხურები. მთელი ღამის განმავლობაში მოუწიათ მეხანძრეებს მუშაობა. ჯერჯერობით, ვერ მოგახსენებთ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. აქ ინახებოდა ადვილად აალებადი ნივთიერებები. გვერდზე იყო ბენზინგასამართი სადგური, ინახებოდა ფოიერვერკები და აფეთქების დიდი საშიშროება იყო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ოთარ კერესელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვინ არიან „ვარკეთილის ბაზრობის“ მფლობელები