მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში ზვავი ჩამოწვა, რომელშიც სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილი - შსს

ბაკურიანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის რაიონის, დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ზვავში ერთი ადამიანია მოყოლილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.

არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.