მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: Citi ბანკისგან მოზიდული $67 მლნ გააძლიერებს ბანკის პოზიციებს

5e8c44b2cf380
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.20 16:20
1794
"თიბისი ბანკმა" დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ახალი რესურსების მოზიდვის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. "თიბისი ბანკმა" ამერიკული Citi ბანკისგან ამ მიმართულებით დაფინანსების გასაზრდელად $67 მილიონის მოცულობის დაფინანსება მიიღო. ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში თიბისი ბანკსა და Citi ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, Citi ბანკისგან მოზიდული $67 მლნ  ბანკის პოზიციებს გააძლიერებს.

„საქართველოს ეკონომიკა განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. გასულ წელს თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა და ამ მიმართულებით ქვეყანაში #1 ბანკად დასახელდა“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Citi ბანკსა და თიბისის შორის პირველ შეთანხმებას მიესალმება Citi ბანკის წარმომადგენელი ჩაფიკ ჰადადი.

საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის ამ დაფინანსების გამოყოფით, Citi ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მისწრაფებას ხელი შეუწყოს მსოფლიოს განვითარებად ბაზრებს ზრდაში. ჩვენ თიბისი ბანკთან და მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორთან არსებული გრძელვადიანი პარტნიორობით ვამაყობთ," - ამბობს ის.