მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვეძებთ საერთო გამოსავალს, რომ ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ“ - “ისთ ფოინთის” მარკეტინგის დირექტორი

5fbbc1c1ca84c
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.20 18:08
1176
სავაჭრო ცენტრის „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორის თეიკო ლომინაძის განცხადებით, ყველას ესმის, რომ ეპიდმდგომარეობა რთულია, ამიტომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოიძებნოს საერთო გამოსავალი.

ამის შესახებ მან მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თეიკო ლომინაძის მოკლე კომენტარს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება არ შევწყვიტოთ ფუნქციონირება და დეკემბერში მუშაობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.