„ველნეს კოტეჯები 50-წლიანი საკუთრების უფლებით", - „ბიოლისა“ და ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე მათთვის, ვისთვისაც ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება ფასეულია, სულ მალე ახალ პროექტს წარუდგენს.
"ბიოლის" დამფუძნებლის განმარტებით, პროექტი არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს აერთიანებს. ამის შესახებ თამაზ მჭედლიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. "ბიოლის" ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში, ადამიანები კოტეჯების საკუთრებაში მიღებას ველნესის მცოდნე პერსონალის და მედიცინის სფეროს სპეციალისტების მომსახურებით მიიღებენ.
როდის აპირებს "ბიოლის" დამფუძნებელი ახალი პროექტის ჩაშვებას, რა სეგმენტზეა გათვლილი ის და რა ფასად იქნება შესაძლებელი კომპლექსური პროექტის 50-წლით სარგებლობაში მიღება - ამ კითხვებზე BM.GE-ს თამაზ მჭედლიძემ უპასუხა. მისი თქმით, კოტეჯის პროექტის 50 წლით საკუთრებაში მიღება, "ბიოლის" სერვისებით, 900 000-დან, 2.5 მლნ დოლარამდე ეღირება.
„მე არა მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებას, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს ვყიდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც აქ იქნება და ამ მომსახურებას მიიღებს, თავიდან ბოლომდე ჯანსაღად ცხოვრებს. „ბიოლის“ მთავარი იდეოლოგია ჯანმრთელობის რესურსების მართვაა - სწორი კვება, სწორი ფიზიკური აქტივობა და ა.შ. ეს ყველაფერი, რომ ცხოვრების სტილში აისახოს სათანადო პერსონალია საჭირო, რომელმაც ეს ყველაფერი იცის“, - განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.
"ბიოლის" დამფუძნებელი ამბობს, რომ პროექტი მაღალშემოსავლიან ტურისტებზეა გათვლილი, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან და ქვეყანაში უძრავი ქონების საკუთრებით არიან დაინტერესებულნი.
"ბიოლის" ტერიტორიაზე ამ პროექტით 25 კოტეჯის მოწყობაა შესაძლებელი. მხოლოდ, ეს არ იქნება დეველოპერული პროექტი, რომელიც გაიყიდება. მისი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ მსურველებს კოტეჯისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო სერვისების საკუთრებაში მიღება 50 წლით შეეძლებათ. ერთ, ორ და სამოთახიანი კოტეჯები კი 900 000-დან 2.5 მილიონ დოლარამდე ეღირება“, - ამბობს იგი.
კოტეჯების პროექტი გაყიდვაში დაახლოებით 2 კვირაში ჩაეშვება და როგორ თამაზ მჭედლიძე თვლის, ახალი შეთავაზებით ძირითადად ისრაელის და არაბული ქვეყნების მოქალაქეები დაინტერესდებიან.
აღსანიშნია, რომ თამაზ მჭედლიძემ ველნეს კურორტ "ბიოლის" მოწყობა, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიის შექმნის მიზნით, 2005 წლიდან დაიწყო, რისთვისაც 40 მლნ დოლარი ინვესტიცია უკვე განახორციელა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი