მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კარნავალი და სხვა ღონისძიებები მინიმუმ 1 კვირით გადაიდო, მიზეზი კორონავირუსია

5e528ed83e976
ელენე კვანჭილაშვილი
23.02.20 18:37
1112
ვენეციის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში თებერვალში დაგეგმილი ყველა საჯარო ღონისძიება სულ მცირე ერთი კვირით გადაიდო - მათ შორის, ამ ქალაქის სამარკო ნიშნად ქცეული ვენეციის კარნავალიც; მიზეზი კორონავირუსია.

Bloomberg-ის მიხედვით, ვენეციის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯერ მოგზაურობის უფლება 50 ათასამდე ადამიანს შეუზღუდა. მათი უმრავლესობა მილანთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან გადაადგილდებოდა ვენეციის მიმართულებით და პირიქით.

შეზღუდვები მთავრობამ მხოლოდ მას შემდეგ დააწესა, რაც მილანთან ახლოს, ჩრდილოეთ იტალიაში დაინფიცირების შემთხვევებმა ბოლო რამდენიმე დღეში 130-ს გადააჭარბა.

მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს თავად მილანშიც, რაც, სავარაუდოდ, უკვე ამ ქალაქის სამარკო ნიშნად ქცეულ ღონისძიებას - მილანის მოდის კვირეულს დაგეგმილზე უფრო ადრე დაასრულებს.