მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვესაუბრებით მთავრობას, რომ TAV Georgia 2027 წლის შემდეგაც დარჩეს - თეა ზაქარაძე

634031f287bb4
მარიამ ვარადაშვილი
08.10.22 23:00
905
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე Forbes Woman-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებები აქვთ, რათა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვა 2027 წლის შემდეგაც შეძლონ.

სწორედ ამ პერიოდში იწურება კონტრაქტი, რომელიც მთავრობასა და TAV Georgia-ს შორის გაფორმდა.

“არ დაგიმალავთ, ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას, რომ როგორც კომპანია საქართველოში 2027 წლის შემდეგაც დავრჩეთ. იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა TAV საქართველოში, ჩვენს ფრანგ პარტნიორებთან (ADPI Ingenierie) ერთად, ვმუშაობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელსაც სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადავცემთ. ე.წ. MasterPlan-ი მოიცავს აეროპორტის, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ფინანსურ და მარკეტინგულ ანალიზს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი პროექტია, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში აეროპორტებს 500 000 აშშ დოლარამდე უჯდებათ”,-ამბობს ზაქარაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული სამგზავრო ავიაკომპანია ჰქონდეს. დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ერთადერთი ქართული კომპანია Georgian Airways ოპერირებს.

“მართლა მაქვს ოცნება, რომ გვყავდეს სახელმწიფოში, ძლიერი ეროვნული ავიაკომპანია, ქართული დროშით, ევროპის და აზიის მიმართულებით ყოველდღიური პირდაპირი ფრენებით. „ჯორჯიან ეარვეისი“ – ავად თუ კარგად – დღემდე მოვიდა, მაგრამ ის მაინც კერძო კომპანიაა. მე მინდა, სახელმწიფოს ჰყავდეს თავისი ძლიერი ავიაგადამზიდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, როგორც კერძო კომპანია, რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. დღეს ადგილობრივ, შიდა ფრენებზე ტარიფები პრაქტიკულად განულებული გვაქვს. ვამბობთ, მოგერგებით – ოღონდ, იფრინეთ, მაგრამ არავინ დაფრინავს, თბილისი-ბათუმის რეისი, ზაფხულის სეზონის დროსაც კი ცარიელია. კარგოს თვალსაზრისით, რეგიონში საქართველოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით დამატებითი ტერმინალები აშენდება”,-ამბობს ზაქარაძე.