პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ BMG-ის გადაცემა “რედაქტორში” ეკონომიკის გადახურების რისკებზე დასმულ კითხვას უპასუხა. ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, გადახურების რისკებზე საუბარი არარელევანტურია. მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში არსებული 11.2%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად გაზრდილი მოთხოვნით, ტურიზმის აღდგენით და ფულადი გზავნილებით არის განპირობებული.
“არ მიმაჩნია, რომ გადახურების რისკებზე საუბარი რელევანტური იყოს. პირველ კვარტალში გვქონდა 14%-ზე მეტი ზრდა. 5 თვეზე არის 11%-ზე მეტი. ეს კარგი მაჩვენებლებია, მაგრამ ეს გამოწვეულია მოთხოვნის ზრდით. მოთხოვნის ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით. ხაზს ვუსვამ, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ სწორი რეფორმები გავაკეთეთ და თქვენ იცით, რა რეფორმები გვაქვს ჩვენ გაკეთებული.
ექსპორტი არის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ტურიზმის აღდგენაა უფრო მაღალი ტემპით ვიდრე დაეგმილი გვქონდა, მაისის თვეში თითქმის 90%-იანი აღდგენაა, ჩვენ 6 თვეში ტურიზმიდან მივიღეთ 1.2 მილიარდის შემოსავალი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ტურიზმი იქცა ლარის კურსწარმომქმნელ ფაქტორად, გარდა ამისა არის გადმორიცხვები, ვნახეთ რომ წარმოუდგენლად გაზრდილია.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ შემოდგომაზე შემოვიდეს ბიუჯეტი გაზრდის კუთხით და არის ვარიანტები, რომ იყოს 7% და უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ მე უფრო ფრთხილი ვიქნები ამ თვალსაზრისით, რადგან ეს მათი პრეროგატივაა;
თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი არის ისეთი ფაქტორი, რომელიც 1-1.5 წლის შემდეგ რა იქნება არის შეუძლებელი განსაზღვრო ახლა,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.2% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მაღალი ტემპით იზრდება კერძო სექტორის ბრუნვა, რამაც მაისში 10,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი