მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია“ - პრემიერი EU-ს 75 მლნ-იან ტრანშზე

613209eac9e32
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 15:50
660
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის 75 მლნ ევროიანი სესხზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კრიტიკული შეფასების კომენტირებისას თქვა, რომ პრეზიდენტს შესაძლოა არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დავალებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტს ამ ინფორმაციას მიაწვდის.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწვდით ინფორმაციას, რა ვალზეა საუბარი, როგორაა დიფერენცირებული ეს ვალები და როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს...

პრეზიდენტს თავისი აზრი აქვს, მას შესაძლოა განსხვავებული აზრი გააჩნდეს...

ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა რიკოთის მშენებლობას. აქედან გამომდინარე მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე დავავალებ ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ გადაჭარბებულია შეფასება იმის შესახებ, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. მისი მტკიცებით, ამ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, თუმცა სესხზე უარის თქმა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის 75 მლნ ევროიან სესხზე მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, „ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა - ანალიზს ვერ უძლებს“.