მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიეტნამი ბარებს ხურავს და ხალხმრავალ შეკრებებს კრძალავს

5f22b2e719a7c
ნათია თაქთაქიშვილი
30.07.20 20:20
951
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, მთავრობის გადაწყვეტილებით ბარები დაიკეტება და სახალხო შეკრებები ისევ აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გამკაცრებული ზომები, ქალაქ დანანგში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას უკავშირდება. აღნიშნული ქალაქიდან დედაქალაქში 21,000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჰანოიში დღეს დანანგთან დაკავშირებული კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

„ჩვენ დროულად და სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. დანანგიდან ჰანოიში 21,000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. ჩვენ მათ მონიტორინგს ვახორციელებთ, სწრაფ ტესტირებებსაც ჩავუტარებთ“, – ნათქვამია დედაქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ვიეტნამში COVID-19-ის 450 შემთხვევაა გამოვლენილი, ქვეყანაში არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ფიქსირდება.