მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის მიხაილ მიშუსტინი, რომელიც რუსეთის მომდევნო პრემიერი იქნება?

5e1f45547add7
BM.GE
15.01.20 20:58
2598
მიხაილ მიშუსტინი დღეს კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. მისი კანდიდატურა სახელმწიფო დუმამ უნდა დაადასტუროს.

მიშუსტინი 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. იგი 53 წლისაა და პროფესიით ეკონომისტია. განათლება მოსკოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

საგადასახადო სამსახურში მან თავდაპირველად მუშაობა 1998 წელს დაიწყო. შემდეგ იგი მუშობდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საკადასტრო სამსახურში. 2008 წელს მან სახელმწიფო სამსახური დატოვა თავისი სურვილით და ბიზნესსექტორში გადავიდა ინვესტიციების მიმართულებით.

იგი ორი წლის განმავლობაში იკავებდა UFG Capital Partners-ის პრეზიდენტის პოსტს, და UFG Asset Management-ის მმართველი პარტნიორის თანამდებობას. აღსანიშნავია, რომ UFG group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფინანსთა ყოფილი მინისტრი ბორის ფიოდოროვი იყო.

მიხაილ მიშუსტინს ეკონომიკურ მეცნიერებებში დოქტორის ხარისხი აქვს.