28.იანვარი .2021 17:37

ვინ ივლის სავაჭროდ კომენდანტის საათის და შაბათ-კვირას შეზღუდვების პირობებში? - მინისტრის პასუხი

ვინ ივლის სავაჭროდ კომენდანტის საათის და შაბათ-კვირას შეზღუდვების პირობებში? -  მინისტრის პასუხი
views 3072
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრები და საცალო გაყიდვის ობიექტები 1 თებერვლიდან, ხოლო ბაზრობები 15 თებერვლიდან ამოქმედდებიან, თუმცა ისინი ოპერირებას შაბათ-კვირას ვერ შეძლებენ და ამავე დროს არ გადაიხედება მათთვის კომენდანტის საათის გადაწევის საკითხიც. 1 მარტამდე თბილისში არ იგეგმება არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება.

BM.GE-მ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა - ხომ არ იქნება შეზღუდვების მოხსნა ფორმალური, ვინაიდან პროდუქციის შეძენის სახსრები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამუშაო შეინარჩუნეს, ისინი კი 19:00 საათამდე სამსახურში არიან, შესაბამისად, სავაჭრო ცენტრებში წასვლას უბრალოდ ვერ მოასწრებენ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ დარგისთვის შეზღუდვებით ამოქმედება ფორმალური არ იქნება და ეპიდემიის დროს თებერვლის თვე ვაჭრობის ინდუსტრიისთვის შემოსავლიანი იქნება.

„ეს არ იქნება ფორმალური გახსნა. შეგახსენებთ, რომ როდესაც წინასაახალწლოდ გავხსენით მაღაზიები, ამ პერიოდში სავაჭრო ინდუსტრიის გაანგარიშებით მოლებმა გაატარეს 1 მლნ მომხმარებელი, ხოლო სხვა დანარჩენ ქსელებთან ერთად ამ პერიოდში 2 მლნ ადამიანი გაატარეს სავაჭრო ობიქეტებმა. ვისაც კონკრეტული ნივთის შეძენის საჭიროება აქვს -ის მივა, ეს მოხდება სწორად და ეპიდემიოლოგიურად გათვლილად“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტების დახურვას, ნათია თურნავა ამბობს, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც შაბათ-კვირას დადიოდნენ საყიდლებზე, გადანაწილდებიან სხვა დღეებზე.

„ყველაფერი მოხდება ურთიერთშეთანხმებით. გვესმის, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა მტკივნეული საკითხია, მაგრამ ეს არის ის კომპრომისი, რისი დაშვებაც შეგვიძლია. ის კონტიგენტი, რომელიც შაბათ-კვირას დადიოდა სავაჭროდ გადანაწილდება სხვა დღეებზე და ეს პროცესს არ შეაფერხებს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ დაუგროვდათ მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტზე“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა