04.ნოემბერი .2020 18:17

ვინ იყიდა ქონება ანაკლიაში 5 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით?

ვინ იყიდა ქონება ანაკლიაში 5 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით?
views 1933
უკან

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში 4 946 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე და დანგრეული შენობა-ნაგებობები კომპანია „ვ მ ინდასთრიმ" იყიდა. აუქციონი 22 ოქტომბერს შედგა.

ობიექტი, კომპანიამ პირველივე ბიჯით სიმბოლურ ფასად - 5 001 ლარად შეისყიდა, რომლის გადახდა შესყიდვიდან 45 კალენდარული დღეში უნდა მოხდეს. აუქციონში ჩადებული საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციით, ხელშეკრულების დადებიდან 48 თვეში აღნიშნულ ლოკაციაზე სასტუმროს კომპლექსი ააშენოს და არანაკლებ 2 წლით 20 ადამიანი დაასაქმოს. 

რაც შეეხება თავად კომპანიას, რომელმაც ანაკლიაში ზღვის პირას, სასტუმრო „ოქროს საწმისთან“ ახლოს არსებული სახელმწიფო ქონება შეისყიდა და სასტუმრო ბიზნესში შესვლა გადაწყვიტა - საჯარო რეესტრის მიხედვით, „ვ მ ინდასთრი“ 2018 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. მისი 50% წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ფანგანია, ხოლო მეორე ნახევრის მფლობელი საქართველოს და ჩინეთი ორმაგი მოქალაქე ლინა მა. კომპანიის ხელმძღვანელ პოზიციებსაც მეწილეები იკავებენ.

კომპანიის მეწილეები იმავე პორპორციით მართავენ კომპანი „ვმ ელექტრიკს“, რომელიც 2019 წლიდან „მტკვარი კასკადი 4“-ის პროექტს ახორციელებს. პარტნიორები ერთად მართავენ ასევე კომპანია „გრინ ჯენერეიშენ ჯორჯიას“ რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა და რომლის აქციონერთა რიგებში არიან ვლადიმერ ფანგანი - 25%-ით, ალექსანდრე გელაშვილი - 25%-ით, სინტაო ლი - 25%-ით და ლინა მა - 25%-ით.

BM.GE ცდილობს, დაუკავშირდეს კომპანიის მეწილეებს და უფრო დეტალურად „ვმ ინდასთრის“ ბიზნეს-გეგმებზე მოგვიანებით მოგიყვებით.