2023 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 425 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა, მათ შორის განწილვადებით, ამიტომ შარშან მათი პრივატიზაციიდან სააგენტომ, ჯამში, 279,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაცია BMG-მ ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა.
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, პრივატიზაციიდან შარშან ბიუჯეტში 203 მლნ ლარი შევიდა, როცა წლიური გეგმა 200 მლნ ლარი იყო ანუ წლიური გეგმა მცირედი გადაჭარბებით შესრულდა. 279,5 მლნ ლარიდან დანარჩენი თანხა კი, სავარაუდოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში დარჩა.
რაც შეეხება TOP-20 ყველაზე ძვირად გაყიდული ქონების რეიტინგს, მათგან 15 თბილისშია და უმრავლესობის საპრივატიზაციო ფასი 2-3 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა.
2023 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული 10 სახელმწიფო ქონება - რეიტინგი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში 62 470.00 კვ.მ. და 4 092.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 8,3 მილიონ ლარად შეიძინა „იორკ ჰოლდინგ გრუპმა“. კომპანიის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ამრ გამალ აბდელათი აბდელგანია.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში გურიის ქუჩაზე მდებარე 2816.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა, 1556.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2, N3 შენობა-ნაგებობა, 2121.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 2588.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა (წყლის ავზი), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 6037.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 271.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1061.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მოძრავი ქონება - 7,5 მილიონ ლარად შეიძინა შპს“ ორბი ჯგუფი ბახმარომ“, რომლის მფლობელი ზაზა ზოიძეა.
3. ქალაქ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მიონის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 21943.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და 921.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 6,8 მილიონ ლარად შეიძინა კომპანია „ედესი ჯგუფმა“. ბიზნესრეესტრის თანახმად, ამ კომპანიის მფლობელი მოქალაქე თამაზ შარიქაძეა.
4. ქალაქ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 5,6 მილიონ ლარად შეიძინა სს „ჩაჩავას კლინიკამ“.
5. ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N91-ში არსებული 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 4,5 მილიონად შეიძინა შპს „ჯითექსიმ“, რომლის ბრენდებია „ტერანოვა“, „ოვსი“, „პენტი“კომპანიის მფლობელია გიორგი ბასილაძე.
6. ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 3.1 მილიონ ლარად შეიძინა შპს „ჯეოსთილმა“, რომლის 90%-ის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Georgian Steel Group Holdings Limited-ია, 10%-ს კი - ნიდერლანდებში რეგისტრირებული JSW Steel-ი ფლობს.
7. ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილის მე-20 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6390.00 კვ.მ. და 1162.00 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 2,5 მილიონ ლარად შეიძინა შპს „ფრანკომ“, რომლის მფლობელია თორნიკე კევლიშვილი.
8. ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ტერიტორიაზე მდებარე 1028.00 კვ.მ; 1569.00 კვ.მ. და 2558.00 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 2.3 მილიონ ლარად შეიძინა „სს ალმონდ გარდენმა“.
9. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალავერში მდებარე 1496 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა: N1-N3, 6187 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 34000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 449371 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 869779 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 42000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე არსებული მეურნეობა (სარწყავი სისტემა, საირიგაციო ავზი და ირიგაციის მაგისტრალური დაწვეთების სისტემა) – 2.2 მილიონ ლარად შეიძინა შპს „ჯეო აგრო ინვესტიმ“, რომლის 60% მიხეილ კუხალაშვილს ეკუთვნის, 40% კი - შპს „ჯეო ინვესტს“
10. ქალაქ თბილისში, გორის ქუჩა N34-ში მდებარე 851.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ქალაქ თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალზე მდებარე 769.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 2.2 მილიონად შეიძინა შპს „ნ-ვ“-მ, რომელიც ვალერიან ჭანკვეტაძეს ეკუთვნის.
2024 წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 200 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავს.