მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიქტორიას შტატში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კორონავირუსის შემთხვევები ზრდას განაგრძობს

5f181209f1b72
ნათია თაქთაქიშვილი
22.07.20 20:40
867
ავსტრალიის ვიქტორიას შტატში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კორონავირუსის შემთხვევები ზრდას განაგრძობს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ვიქტორიას შტატის პრემიერ დანიელ ენდრიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ვიქტორიას შტატში უკვე ორი კვირაა გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 6 კვირა გაგრძელდება. მოსახლეობას სახლების დატოვების უფლება მხოლოდ სურსათის შესაძენად და აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში აქვთ. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ასევე აძლევს უფლებას გამოცხადნენ სამუშაო ადგილას მათი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ვიქტორიას შტატის პრემიერის განცხადებით, ინფიცირების გაზრდილი რაოდენობის მიზეზი სწორედ ის პირები არიან, ვინც სამსახურში ცხადდებიან. მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მათ გადაუხადოს 1500 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხა დაინფიცირების შემთხვევაში ან მანამ სანამ ტესტის პასუხები არ გახდება ცნობილი.

„პირბადის ტარება კარგია და აუცილებელი, მაგრამ ეს არ არის ვაქცინა. ხალხს აქვს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა დანიელ ენდრუსმა.

ბოლო მონაცემებით, ვიქტორიას შტატში კორონავირუსით ინფიცირების 3,408 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, ხოლო გარდაიცვალა 44 ინფიცირებული.