საქართველოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვეტილია. ENKA-ს 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ აღნიშნულის გამო, პროექტზე დახარჯული 40 მილიონი დოლარი უკვე ჩამოწერეს.
კითხვაზე თუ ვინაა პასუხისმგებელი $800 მილიონის დაკარგულ ინვესტიციაზე, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი BMG-ის პასუხობს, რომ ამ მხრივ პასუხისმგებლობა “სხვადასხვა მხარეს” აქვს, მათ შორის მინისტრი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფებს და თავად ინვესტორ კომპანიას ასახელებს.
“რაც შეეხება ნამახვანს, სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს არის ალბათ გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მხრიდან. აქ არ ვსაუბრობ, რომ ერთი რგოლის პრობლემაა მხოლოდ, ეს იყო მათ შორის კომუნიკაციის ნაკლებობა ინვესტორის მხრიდან, ასევე იყო გადამეტებული და უპასუხისმგებლო ქმედებებიც ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია პროექტის გაგრძელებაზე და გარკვეული რისკები შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით. თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ უნდა განხორციელდეს სწორად, მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო საკმაოდ ბევრი მსჯელობა და ბევრ კითხვას პასუხი გაეცა,”- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
დღესვე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში მთავრობის თანამონაწილეობის გაზრდა სასარგებლო იქნება.
“საჯარო სახელმწიფო თანამონაწილეობას რაც შეეხება ვფიქრობთ, რომ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში საჭიროა მეტი სახელმწიფო თანამონაწილეობა. ეს პროექტები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას და ასეც იქნება,” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, თუმცა თანამონაწილეობის კონკრეტული ფორმატი არ დაუსახელებია.
ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ENKA-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში ENKA-მ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ განაცხადა და ხელშეკრულების გაწყვეტისთვის დაიწყო მზადება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება