რუსთავში, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს “რუსთავოილის” ახალი ბრენდის პრეზენტაცია შედგა. რებრენდინგის შემდეგ კომპანია ბაზარზე “სერპენსის” სახელით განაგრძობს ოპერირებას. კომპანია ბიტუმის წარმოებას გეგმავს.
კომპანიას ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში რუსთავის სამრეწველო ზონაში 10 ჰა-მდე ტერიტორია გადაეცა, სადაც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 16.8 მილიონი ლარი იყო, ხოლო კომპანიის საოპერაციო ზარალმა 0.5 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივების ზომა 19 მილიონი ლარია.
სააქციო საზოგადოება "რუსთავოილი" 2016 წელს დაფუძნდა, კომპანიის მფლობელია შპს "ოილინვესტი“, რომლის მესაკუთრეებიც თეა ნაფეტვარიძე (33.5%); თეონა გვარამაძე (33.5%) და კახი ჟორდანია (33%) არიან.
კომპანიის წარმომადგენლის, ირაკლი გოგოლაძის განცხადებით, ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია და "სერპენსი" ამ მხრივ ბაზრის ათვისებას გეგმავს.
„მოგეხსენებათ, ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და მეტწილად განსაზღვრავს გზების ხარისხს. ჩვენი საწარმო წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, რკინიგზის ჩიხით, ნედლეულის მიღების და მისი დიდი მოცულობით დასაწყობების ინფრასტრუქტურით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტუნარიან ფასად ვაწარმოოთ ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქცია. ჩვენთან იწარმოება სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი ექვსი მარკის ბიტუმი, რაც ასფალტის ხარისხს და მის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად ზრდის. საწარმოს აქვს საშუალება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ასფალტის მწარმოებელს შეუფერხებლად მიაწოდოს ბიტუმი, გამოყენებისთვის ოპტიმალურ კონდიციაში, შეკვეთიდან 1-7 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა „სერპენსის“ წარმომადგენელმა ირაკლი გოგოლაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო