მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის სასტუმრო, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვის ქალიშვილი იმყოფება?

646899108df75
ინგა მურუსიძე
20.05.23 14:15
9167
ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბაში” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილი აქვს დაგეგმილი. მისი სიძის ძმა საქორწინო ცერემონიას 70-მდე სტუმართან ერთად გეგმავს. ქართული მედიის ინფორმაციით, სასტუმროში იმყოფება სერგეი ლავროვის შვილი და მისი მეუღლე, რომლებიც ევროკავშირის მიერ არიან სანქცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ლავროვის შვილის სტუმრობა უარყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასტუმრო რეგისტრირებულია როგორც შპს “ყვარელი პალასი”, რასაც თავის მხრივ ფლობს შპს “აგროგანვითარება”

ვის ეკუთვნის სასტუმრო? მეწილეები:

ანდრო გეგენავა - 16.15%
ივანე ნიკოლაიშვილი - 23%
გიორგი ჩუბინიშვილი - 23%
არჩილ გეგენავა - 37.85

შპს-ის დირექტორი - ლევან ვაშაკიძე

ინფორმაციისთვის, არჩილ გეგენავა მე-7 მოწვევის(2008-2012 წლებში) პარლამენტის წევრი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით.