07.ივლისი .2020 17:08

ვის შეუძლია 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 15 ივლისამდე რეგისტრაცია?

views 6019
უკან

თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1 ივლისს ამოიწურა, მაგრამ განისაზღვრა ორი კატეგორია, რომლისთვისააც კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 15 ივლისამდე გახანგრძლივდა.
როგორც bm.ge-ის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუმარტეს, აღნიშნულ ორ კატეგორიაში შედიან:

- მოქალაქეები, ვინც საზღვარგარეთ სეზონურად არიან დასაქმებული;
- თვითდასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ კომპენსაციის მიმღებ პირთა სისტემაში, დოკუმენტები სრულყოფილად არ ჰქონდათ წარდგენილი და მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების შესახებ.

"როგორც ცნობილია, მთავრობამ თვითდასაქმებულთა სიას დაამატა თვითდასაქმებულები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით.

ამასთან, საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი
სარეგისტრაციო პორტალზე დაწყებულია აღნიშნული დადგენილების ცვლილებიდან. ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ სახელმწიფოსგან დახმარებას ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრირებისას აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ", - ამბობენ სააგენტოში.

ინფორმაციისთვის: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 188 363 პირი, მათგან 115 719 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. მათივე ინფორმაციით, სულ  34 715 700 ლარი გადაირიცხა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა