მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa vs Mastercard - როგორ ნაწილდება საგადახადო ბარათებს შორის წილები საქართველოში

5e4bcb7d4fa5f
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.20 11:04
1337
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ინტერნეტ ბანკისა და საბანკო ბარათების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა პრაქტიკულად გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში მიმოქცევაში 6,065,074
სადებეტო და 600,501 საკრედიტო ბარათია. რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.75 საბანკო ბარათი მოდის.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 1,668,009 სადებეტო ბარათი, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 4,067,234-ს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 329,831-ია.

სადებეტო ბარათების წილები გადახდის სისტემების მიხედვით ასე ნაწილდება:

Mastercard/Maestro - ბაზრის 67%;
VISA - ბაზრის 28%;
სხვა სისტემები - ბაზრის 5%.

საკრედიტო ბარათების მიმართულებით კი ბაზრის ლიდერი VISA-ს სისტემაა, რომელსაც ბაზრის 43% უჭირავს.

საკრედიტო ბარათების ბაზარი საგადახდო სისტემებს შორის ასე იყოფა:

VISA - ბაზრის 43%;
Mastercard/Maestro - ბაზრის 33%;
სხვა სისტემები - ბაზრის 24%.

ამ ბარათებით ყოველდღიურად ერთ მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლითაც განხორციელებული ოპერაციების მოცულობა საშუალოდ 80 მილიონ ლარს აღემატება. შედარებისთვის, 2016 წლის იანვარში დღეში 300,000 ლარზე ნაკლები საბარათე გადახდა ხდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი 11 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები რვაჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება ინტერნეტბანკინგს, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ყოველდღიურად საშუალოდ 136,105 ტრანზაქცია ხორციელდება, მათი მოცულობა კი თვეში 280.5 მილიონს (დღეში 9.4) მილიონს შეადგენს.

შედარებისთვის, 2016 წელს ინტერნეტბანკინგით, დღის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის გადარიცხვები/ოპერაციები ხორციელდებოდა, რაც მოხმარების გაექვსმაგებაზე მეტყველებს.

ელექტრონული სერვისების განვითარებასთან ერთად და უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში უკონტაქტო საგადახდო აპარტის დამონტაჟებასთან ერთად, სავარაუდოდ, საბარათე და მობაილ ბანკინგის გადახდების მოცულობა კვლავ მაღალი ტემპით გააგრძელებს ზრდას.