მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი ვალი აქვს საქართველოს - კრედიტორების სია

6256b9419b8fb
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.22 15:55
2041
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.08 მილიარდია, რაც 25.06 მლრდ ლარს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით საგარეო ვალი დაახლოებით 600 მილიონით შემცირდა, რაც მარტის ბოლოს ლარის შედარებით გამყარებას უკავშირდებოდა. 

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილს მსოფლიო ბანკის მიმართ არსებული სესხები იკავებს, რომლებიც ქვეყანამ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს და მის მიმართ საქართველოს 1.86 მილიარდი დოლარი მართებს. რაც შეეხება ორმხრივ სესხებს, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე საფრანგეთია (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 685 მლნ დოლარის ვალი აქვს.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სია:

მსოფლიო ბანკი IBRD და IDA - $2.02 მილიარდი დოლარი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1.86 მილიარდი დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $802 მილიონი დოლარი;
საფრანგეთი (AFD) - $685 მილიონი დოლარი;
გერმანია (KFW) - $667 მილიონი დოლარი;
ევრობონდი - $500 მილიონი დოლარი;
სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ - $462 მილიონი დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $228 მილიონი დოლარი;
მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ(IMF) - $203 მილიონი დოლარი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $194 მილიონი დოლარი;
იაპონია - $176 მილიონი დოლარი;
ევროგაერთიანება (EU) - $148 მილიონი დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $37 მილიონი დოლარი;
რუსეთი - $25 მილიონი დოლარი;
ავსტრია - $16 მილიონი დოლარი;
ამერიკა - $13 მილიონი დოლარი;
კუვეიტი - $11 მილიონი დოლარი;
თურქეთი - $7 მილიონი დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $5 მილიონი დოლარი;
ყაზახეთი - $4 მილიონი დოლარი;
აზერბაიჯანი - $4 მილიონი დოლარი;
სომხეთი - $3 მილიონი დოლარი;
ირანი - $3 მილიონი დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - $2 მილიონი დოლარი;
ჩინეთი - $0.5 მილიონი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები