მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისოლში“ საწვავის ფასების კლების დინამიკა გრძელდება

62fc926f89f9b
BM.GE
17.08.22 11:01
1100
„ვისოლმა“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდროინდელი დინამიკისა და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ფონზე ფასები 1 აგვისტოდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავზე 20 თეთრით, ხოლო დიზელზე 30 თეთრით შეამცირა. იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ფასთწარმოქმნაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები აღნიშნულ დინამიკას შეინარჩუნებენ, უახლოეს პერიოდში კომპანია საწვავზე ფასების კიდევ 20 თეთრით შემცირებას გეგმავს.

„ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი დინამიკა ქვეყნის ნავთობსექტორისათვის ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, „ვისოლი“ ლარის კურსის სტაბილურობისა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, საწვავზე სარეალიზაციო ფასების შემცირებას უახლოეს პერიოდში კიდევ 20 თეთრით შეძლებს, რაც ჯამურად უკვე 50 თეთრიან შეღავათს მისცემს ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ საწვავი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, „უნიქარდით“ სარგებლობისას ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად ლიტრ საწვავზე 10 თეთრიან, ხოლო უქმე დღეებში 15 თეთრიან დანაზოგს იღებს.

„ვისოლის“ თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურზე კი ქსელთან შედარებით 15 თეთრი სხვაობა მომხმარებელს „უნიქარდით“ ჯამში კიდევ უფრო მეტი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. დღეის მდგომარეობით „ვისოლს“ ათამდე თვითმომსახურების სადგური აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ ქვეყანაში საცალო ბაზრის ლიდერია.

(R)