მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვმუშაობთ პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და აზიის ბაზრებზე”- ჭრებალოს მარანი

628f8a780641b
ანუკა ჯოხაძე
30.05.22 09:00
855
რაჭაში მდებარე ჭრებალოს მარნის თანადამფუძნებელი სოფო ლეკიშვილი ამბობს, რომ გასულ წელს რაჭაში წარმოებული ღვინოს მოცულობები ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში გავიდა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტაბები და ბალტიიპირა ქვეყნები.

ამასთან, მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც. შესაბამისად, ჭრებალოს ღვინის მარანი წელს საექსპორტე მოცულობების გაზრდასაც არ გამორიცხავს.

“2020 წლიდან საკმაოდ გაგვეზარდა ღვინის ექსპორტი. ამერიკის ბაზარზე გავედით, ასევე ბალტიისპირეთში და უკვე ვმუშაობთ პოლონეთის, გერმანიის საფრანგეთისა და აზიის ბაზრებზე. ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს პოტენციალი, არის ბევრი სიახლე.

მაგალითად ჩვენს რეგიონში, რაჭაში მშრალი ღვინოების მიმართულებით საინტერესო სიახლეები გვაქვს. ექსპორტზე ძირითადად გადის მშრალი ალექსანდროული, ასევე ჩვენი ერთ-ერთი ღვინო ბარაკონი, ნახევარად ტკბილი ღვინოებიც გავიდა ექსპორტზე აშშ-ში. ასეთებია ხვანჭკარა, ტვიში. გვაქვს სიახლე ჩვენი ღვინოების ასორტიმენტში, რომელიც პირველად დავაყენეთ და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა”-ამბობს “ჭრებალოს მარნის” თანადამფუძნებელი სოფო ლეკიშვილი.