მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen თურქეთში ქარხანას აღარ გახსნის - მიზეზი სირიის სამხედრო ოპერაციაა

5da573a32d6c3
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 15:00
1176

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციების გამო, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა თურქეთში საწარმოს გახსნის გადაწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას გერმანული ბიზნეს-პორტალი Handelsblatt ავრცელებს.



გამოცემა ექსკლუზიურად იუწყება, რომ  სირიაში თურქეთის ოპერაციის დაწყების შემდეგ, VW ხელმძღვანელობა მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებას აღარ ჩქარობს.


”ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით სიტუაციას”, - განუცხადა ის სპიკერმა გამოცემას, მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნის, ქალაქ იზმირთან ახლოს, ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, გერმანულ და თურქულ მხარეს შორის მოლაპარაკებები რამდნიმე თვეა მიმდინარეობს.



ჯერ კიდევ გასულ კვირას, გერმანული მედია წერდა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაში იყო და საბოლოო დეტალები დაახლოებით, ორ კვირაში გახდებოდა ცნობილი.



Volkswagen-ი ქარხნის მშენებლობისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებდა. საწარმო წლიურად 300 000 ავტომობილს აწარმოებდა; პირველ ეტაპზე სედან "ფოლკსვაგენ პასატსა" და "შკოდა სუპერ ბეს" გამოუშვებდნენ, რითაც აღმოსავლეთ ევროპული ბაზრის შევსება იგეგმებოდა. საწარმოს 2022 წელს ქალაქ მანისაში უნდა აშენებულიყო, რომელიც იზმირთან ახლოს მდებარეობს. ფაბრიკაში 4000 ადამიანი დასაქმდებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეზობელ თურქეთს სირიაში შეჭრის გამო, აშშ-მ მწვავე ეკონომიკური სანქციები დაუწესა.