მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული GAZ-ი Volkswagen-ს უჩივის და $200 მილიონს ითხოვს

6458ca731830e
გიორგი თოლორდავა
08.05.23 18:01
1102
რუსული ავტომწარმოებელი GAZ-ი გერმანულ Volkswagen-ს სასამართლოში უჩივის. GAZ-ის ხელმძღვანელობა 200 მილიონი დოლარის კომპენსაციას მოითხოვს იმ ზარალის სანაცვლოდ, რომელიც VW-ს რუსეთიდან გასვლით მიადგა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Volkswagen-მა რუსეთის ფედერაციის მასშტაბით წარმოების შეწყვეტის და ქვეყნის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა, რომ VW-სა და GAZ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული, Volkswagen-ის ქვეყნიდან გასვლით კი რუსულ კომპანიას დაახლოებით 545 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

გერმანული ავტოკონცერნი ამჟამად რუსული აქტივების გაყიდვას და პორტფელის ლიკვიდირებას ცდილობს, თუმცა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოსგან მას საბოლოო დასტური ჯერაც არ მიუღია. განსაკუთრებული დავის საგანი კალუგის ოლქში ბაზირებული ავტოსაშენი ქარხანაა, რომლის წლიური საწარმოო მოცულობა 225,000 ერთეულს შეადგენს.

საერთო ჯამში, რუსული კომპანია VW-ს სამი სარჩელით ედავება და მათი კუმულაციური ღირებულება 600 მილიონ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები