„როგორ წარმოგიდგენიათ, ინკლუზიურობა, როდესაც, ერთის მხრივ, მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ მონაწილენი იმ ინკლუზიური პროცესისა, რომელიც პარლამენტმა დაიწყო უკვე და მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე სამუშაო ჯგუფებში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.
ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართვის და მიმართვაში შემოთავაზებული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში ანუ საერთოდ არ ეხება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი საკითხს. მეორე საკითხი, რომელიც შეეხება საერთო სასამართლოებს, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, ვინაიდან, ის გულისხმობს, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას, არადა, პირიქით, 12 პუნქტიან რეკომენდაციებში ევროკომისია გვთხოვს, რომ ავირჩიოთ არა მოსამართლე წევრები. ანუ, ეწინააღმდეგება იმ 12 პუნქტს. მესამე საკითხი საერთო სასამართლოების- ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ითვალისწინებს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მეოთხე საკითხი, რომელიც შეეხება ანტიკორუფციულ საკითხებს. ეს პაკეტია დიდი, ეს იმდენად მოცულობითი საკითხია, მათ შორის, ჯერ კომიტეტშიც კი არ არის განხილული და ამაზე, კიდევ ერთხელ, ეს არის, მართალია, საკითხი 12 პუნქტის ნაწილისა, მაგრამ სწორედ ეს არის საკითხი, სადაც საჭიროა თანამშრომლობა და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება მთავარ რამეს ამ 12 რეკომენდაციისა, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მიმართული თანხმობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი