მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების ობიექტების ქსელი McDonald's-ი აცხადებს, რომ კომპანიას მეორე კვარტალში გაყიდვები 25.9%-ით გაეზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 5.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რასაც კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებამაც შეუწყო ხელი, რადგან ქსელის რესტორნები მინიმუმ 13 თვეა უკვე ღიაა.
აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ობიექტის გაყიდვები აშშ-ში 14.9%-ით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც McDonald's-ი აცხადებს, ეს ნაწილობრივ ახალი ქათმის სენდვიჩის დამსახურებაც არის, რომელზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ახალი პროდუქტი მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა.