მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს Check in Georgia და Echowaves-ი არ გაიმართება

60d1c76092706
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 15:28
743
2021 წელს მუსიკის ფესტივალები -  Check in Georgia და Echowaves-ი არ გაიმართება. ინფორმაცია BM.GE-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

თავის მხრივ, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ის ორგანიზატორები მიმდინარე წელს ფესტივალის გაუქმების მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ფესტივალი 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება.

„დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს.

Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება. Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო.

ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.

რაც შეეხებათ მულტიპასის მფლობელებს:
• თითოეულ თქვენგანს შეუძლია ბილეთი შეინახოს. მულტიპასის გამოყენებას 2022 წლის ფესტივალზე დასასწრებად შეძლებთ.
• შესაძლებელია ბილეთის ღირებულების დაბრუნება. თანხის მისაღებად გადადით www.tkt.ge-ს მიერ მულტიპასის შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას. ბილეთის ფასის დაბრუნების მსურველებისათვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ თარიღებში თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას არ განახორციელებთ, მულტიპასი აქტიური იქნება ფესტივალი ახალი თარიღებისთვის, თანხის დაბრუნებას კი ზემოთმოცემული პერიოდის გასვლის შემდეგ ვეღარ მოახერხებთ.

Echowaves 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება.
მალე შევხვდებით ანაკლიაში!“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, Echowaves 2018 წლის შემდეგ ყოველ აგვისტოს იმართება, თუმცა პანდემიის გამო ფესტივალი გასულ წელსაც გადაიდო.