მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, III კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 81.3 ათასი სული პირუტყვი დაიკლა - რა ღირს მომსახურება?

6194aba02088e
ინგა მურუსიძე
17.11.21 22:49
580
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში 108 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.4% მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 17.6% - კახეთის რეგიონში, 13% - შიდა ქართლის რეგიონში, 13% - იმერეთის რეგიონში, 11.1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 25% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 81.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.7% - ღორი, ხოლო 10.3% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 15%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 691.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.4% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.7% - ფრინველის ხორცზე, 23.4% - ღორის ხორცზე, 1.3 % - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.5 ათას პირს, საიდანაც 31.2% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 976 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 30.4 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.2 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 26.6 ლარი.