მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ვაჟა-ფშაველას, წერეთლის და ქეთევან წამებულის გამზირებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

5e1ed7e10e0e3
ინგა მურუსიძე
15.01.20 13:15
3675
მიმდინარე წელს ვაჟა-ფშაველას, წერეთლის და ქეთევან წამებულის გამზირების რეაბილიტაცია განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამი გამზირის რეაბილიტაცია სხვადასხვა დროს  მას შემდეგ დაიწყება, რაც ტრანსპორტის სამსახური გადაალაგებს ტრანსპორტის გადაადგილებებს, რათა მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ.

„კეთდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და წელიწადში ერთი ქუჩის გაკეთებით ქალაქს ვერ გავალამაზებთ. თუ აქამდე წლის განმავლობაში ქალაქში იხარჯებოდა 600-700-800 მილიონი ლარი, ახლა იხარჯება 900 მლნ ან მლრდ 100 მილიონზე მეტი ლარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ორჯერ მეტი საქმე გაკეთდება. მთავარია, რომ რაც გვაქვს ბიუჯეტი, იმის ათვისება სრულად შევძლოთ. ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს უკვე ქალაქში და სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება“, - განაცხადა ხმალაძემ.