მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება“ - ბენდელიანი

640062523401e
BM.GE
02.03.23 12:40
10003
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„თბილისის მერიას აქტიური კომუნიკაცია აქვს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში ჩართულ პროვაიდერ კომპანიებთან. ერთობლივად განვიხილავთ ვადების ნაწილს და, შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში უკვე დაგეგმილია სამუშაოების დაწყება“, - აცხადებს ბენდელიანი.

შეგახსენებთ, რომ ჯამურად 30 453 589 ლარად შეფასებული 3 ლოტად გამოცხადებულ ტენდერში ორი გამარჯვებული - „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ და „ერ ტე დე“ - გამოვლინდა.

ინფორმაციისთვის, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტიდან 2023 წელს 80%-ით, ხოლო 2024 წელს 20%-ით დაფინანსდება. 

რომელი კომპანიები განახორციელებენ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას? - ტენდერი დასრულდა